შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა სლევან მებონია: „სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად ბურღვასა და ცემენტაციას გულისხმობს."

20 Jan 2021

 

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია: „სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად ბურღვასა და ცემენტაციას გულისხმობს. ადგილები წინასწარ არის მონიშნული. ეს ჯამში, დაახლოებით 2,5 კმ-ია. ბურღვა-ცემენტაცია სწორედ ამ მონაკვეთებში ჩატარდება. ეს არის ის ადგილები, საიდანაც გვირაბიდან ყველაზე დიდი რაოდენობით წყლის გაჟონვა ხდება.“


„ამ სამუშაოების გარდა გათვალისწინებულია დაზიანებული ბეტონის მოსახვის მონგრევა და ახალი მოსახვის გაკეთება. გვირაბის მთლიანი სიგრძის ფსკერის 30-35%-ი არის დაზიანებული და ჰესის გაჩერების პერიოდში ამის შეკეთებას ვაპირებთ. ის ადგილები, რომლებიც შეკეთდება და საიდანაც წყლის გამოჟონვა შეწყდება, მომავალში დიდი დაზიანებისა და გვირაბის ავარიული გაჩერების საფრთხეს აღარ შექმნის. შესაბამისად, ეს ერთგვარი პრევენციაც არის,“- განუცხადა „მოამბეს“ ლევან მებონიამ. 

 

იხილეთ ვიდეო

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა სლევან მებონია: „სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად ბურღვასა და ცემენტაციას გულისხმობს."