საქსტატისთვის ინფორმაციის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის შპს "ენგურჰესი" ერთ-ერთი საუკეთესოა

25 Jul 2020

 

შპს "ენგურჰესი" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ინფორმაციის მიმწოდებელ საუკეთესო ორგანიზაციათა ჩამონათვალში მოხვდა.

 

მადლობის სიგელი საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ შპს "ენგურჰესის" ფინანსურ დირექტორს,ზვიად კილასონიას პირადად გადასცა.

 

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 101 წლის იუბილეს ფარგლებში გამოავლინა კომპანიები, რომლებიც ოპერატიული თანამშრომლობით გამოირჩეოდნენ.

საქსტატისთვის ინფორმაციის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის შპს "ენგურჰესი" ერთ-ერთი საუკეთესოა