ეკონომიკის მინისტრი და აშშ-ის ელჩი ენგურჰესს ესტუმრნენ

13 Jul 2020

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა. 


ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ენგურის ჰიდროელექტროსადგური და რეგიონის სხვა ძირითადი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 


მინისტრსა და ელჩს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ,  „თაღოვანი კაშხლის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონი ჭანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 
 

ეკონომიკის მინისტრი და აშშ-ის ელჩი ენგურჰესს ესტუმრნენ