ენგურჰესის წარმომადგენლები ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ქვეყნების ჰიდროენერგეტიკის კონგრესსა და გამოფენას დაესწრნენ

26 Jun 2023

 

„ცენტრალური აზიისა და კასპიის ჰიდროენერგეტიკა“ - ასე ჰქვია მეშვიდე საერთაშორისო კონგრესსა და გამოფენას, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. ასტანაში გამართულ შეხვედრას ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ქვეყნების სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, მოქმედი ჰესებისა თუ პარტნიორი კომპანიების მენეჯერები და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ენგურჰესის წარმომადგენლებმა. კომპანიის თანამშრომლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები კონგრესში მონაწილე სხვადასხვა ევროპულ კომპანიასთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ენერგეტიკის სექტორის ძირითადი გამოწვევები, ამ მიმართულებით არსებული სტრატეგიული ხედვები და ოპტიმალური გადაწყვეტილებები განიხილეს. განახლებადი ენერგიის წყაროების რესურსების გლობალური მოხმარება, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ქვეყნების საინვესტიციო პოლიტიკა, საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამების განხორციელება, ძირითადი ენერგეტიკული ტენდენციები რეგიონსა და მთელ მსოფლიოში - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც მომხსენებლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს. 

ენგურჰესის წარმომადგენლები ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ქვეყნების ჰიდროენერგეტიკის კონგრესსა და გამოფენას დაესწრნენ