შპს „ენგურჰესის“ მიერ ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

4 Feb 2022

 

შპს „ენგურჰესის“ მიერ ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. წარმოდგენილ ნიმუშებს შორის ჟიურის წევრთა უმრავლესობის მოწონება ეკატერინე აფხაძის ნამუშევარმა დაიმსახურა. 

ეკატერინე აფხაძეს გამარჯვება მიულოცა შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ. აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი ზვიად კილასონია და კომერციული დირექტორი ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ. მხარეებმა ლოგოსა და ეგრეთ წოდებულ ბრენდბუქთან დაკავშირებული საბოლოო დეტალები განიხილეს. თავის მხრივ, კონკურსანტმა დირექტორთა საბჭოს წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შპს „ენგურჰესის“ მიერ ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა