საქსტატმა ენგურჰესი ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ ორგანიზაციად დაასახელა

26 ივლ 2020

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არსებობის 101 წელს ითვლის. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართა.

 

იუბილესთან დაკავშირებით, საქსტატმა გამოავლინა კომპანიები, რომლებიც ინფორმაციის წარდგენის კუთხით ოპერატიული თანამშრომლობით გამოირჩეოდნენ.

 

საუკეთესოთა შორის შპს „ენგურჰესი“ დასახელდა. ორგანიზაციის ფინანსურ დირექტორს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობის სიგელი გადასცეს. 

 

იხილეთ ვიდეო

საქსტატმა ენგურჰესი ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ ორგანიზაციად დაასახელა