მაისში რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 98,5%-ით გაიზარდა- www.bpn.ge

27 May 2021

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ, 2021 წლის 1-დან 24 მაისის ჩათვლით ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზარდა.

 

თუ საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისის 24 დღეში 141.353 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 98,5%-ით 280.608 მლნ კვტ-სთ-მდე გაიზარდა.

 

მიმდინარე წლის მაისში, ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ენგურჰესმა 20 მაისს გამოიმუშავა- 16.606 მლნ კვტ-სთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7.646 მლნ კვტ/სთ.

ენგურჰესის გენერალური დირექტორი, ჰესის ფუნქციონირების აღდგენამდეც აცხადებდა, რომ გამომუშავება გაიზრდებოდა. ლევან მებონიას მოლოდინი 10-15%-იანი ზრდა იყო.

,,რამდენად გაზრდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროენერგიის გამომუშავებას, ეს გვეცოდინება ჰესის ამოქმედების შემდეგ, თუმცა ახლა ვვარაუდობთ, რომ 10-15%-ით გაიზრდება გამომუშავება”- განაცხადა მებონიამ.

ვრცლად

მაისში რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 98,5%-ით გაიზარდა- www.bpn.ge