ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესი იწყება - www.interpressnews.ge

29 Mar 2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე შეხვდა ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით იმყოფებიან. პროექტი ამჟამად განხორციელების პირველ ეტაპზეა, რაც არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზსა და მომდევნო საფეხურისთვის საჭირო ტექნიკურ დავალებას მომზადებას ითვალისწინებს.

 

მინისტრის პირველი მოადგილის - რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ენგურჰესის  ციფრულ მმართველობაზე გადაყვანა უმნიშვნელოვანესია მისი უფრო მეტად ეფექტური, უსაფრთხო, ოპერატიული და მდგრადი ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, ენერგეტიკული ბირჟის გახსნის მომენტისთვის ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული ხარვეზები და რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

 

ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს ელექტროსისტემაშიც გამართავენ. ამასთანავე, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა ისინი იქ განთავსებულ ენგურჰესის ნაგებობებს ადგილზე გაეცნონ.

ვრცლად ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესი იწყება - www.interpressnews.ge