შპს „ენგურჰესის“ თანამშრომელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა თელავში შედგა

27 ნოე 2023

 

 

შპს „ენგურჰესის“ თანამშრომელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა თელავში შედგა. ღონისძიება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ინიციატივები შეაჯამა და დაგეგმილ სიახლეებსა თუ სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, ენგურჰესის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ შეხვედრის მონაწილეებს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები გააცნო.

 

გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ციფრული მართვის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოება შპს „ენგურჰესის“ კომერციული განვითარების სტრატეგიასაც გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშულ თემასთან დაკავშირებითაც დასვეს აქტუალური შეკითხვები და შესაბამისი პასუხები მიიღეს.

შპს „ენგურჰესის“ თანამშრომელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა თელავში შედგა