შპს „ენგურჰესის“ განცხადება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით

30 Dec 2019 სემეკმა შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეცვალა. 30 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2018-2019 წლებში მოქმ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30 დეკემბერის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეიცვალა. სიახლის თანახმად, 2018-2019 წლებში მოქმედი 1,818 თეთრი კვტ.სთ 1,358-მდე შემცირდა. ცვლილება შეეხო „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დაწესებულ ტარიფსაც. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იქამდე მოქმედი 4,002 თეთრი კვტ.სთ 2,206-მდე შემცირდა.
აღნიშნული გაანგარიშება მეთოდოლოგიის სრული დაცვით შესრულდა. ტარიფის შემცირების საფუძველი გახდა საინვესტიციო სამუშაოების გადადება (2020-2022 წწ.), განსაკუთრებით კი- სადერივაციო გვირაბის რემონტი ჰესის გაჩერებით. აღნიშნული პროგრამის განხორციელების შემდეგ, სავარაუდოდ, ტარიფი მაღალ ნიშნულს დაუბრუნდება.