ქარENG

ენგურჰესის ფინანსური დირექტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ახალი ამბები

ენგურჰესის ფინანსური დირექტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

შპს „ენგურჰესის“ ფინანსურ დირექტორსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა ენგურჰესის ფინანსურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ენგურჰესისთვის შემუშავებული სენსიტიურობის მოდელი განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის კვლევისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების საქმიანობასაც აფასებს.