შპს,,ენგურჰესი“ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის რეალიზაციის მიზნით აცხადებს კონკურსს

22 ივნ 2023

I.    საექსპორტო/საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი პირობები

 

1.   შპს ,,ენგურჰესის“ მიერ წარმოებული და 2021 წლის 01.07.2023 00:00 - 31.07.2023 00:00 პერიოდის განმავლობაში საპროგნოზო საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 150,0 მეგავატს ბაზისურად. საპროგნოზო საექსპორტო / საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა შესაძლოა განაწილდეს სხვადასხვა პრეტენდენტს შორის, მათი მოთხოვნის ფარგლებში, ექსპორტის შესაბამისი მიმართულებების გათვალისწინებით.


2.     საანგარიშო თვის ელექტროენერგიის მიწოდების  საპროგნოზო გრაფიკი ხელშეკრულების მხარეთა მიერ დამტკიცდება ხელშეკრულებასთან ერთად, ხოლო ყოველგვარი ცვლილება ან დამატება გრაფიკში უნდა შეთანხმდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.


3. საანგარიშო თვის გრაფიკმა თვის დაწყებამდე ან თვის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან, ასევე სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან (მათ შორის წყლის საპროგნოზო შემოდინების ნაკლებობიდან, საქართველოს ან შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნიდან, საქართველოს ან შესაბამისი მეზობელი ქვეყნის გადამცემი ქსელის დაზიანებიდან, სასისტემო ავარიიდან ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან) გამომდინარე შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი კორექტირება. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.


4    სისტემის ტექნიკური  ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის ოპერატიული მოთხოვნის შემთხვევაში) საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების  დროებით შეწყვეტა (შეფერხება) უნდა ეცნობოს შემსყიდველს მათი დადგომიდან  არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
________________________________________


 
II. კომერციული წინადადების წარდგენის პირობები


1. პრეტენდენტმა წინამდებარე წესებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს შესასყიდი ელექტროენერგიის ერთი კვტ.სთ-ის ღირებულების შესახებ კომერციული წინადადება (მეასედამდე დამრგვალებით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 


2. პირველ პუნქტში მითითებულ კომერციულ წინადადებას პრეტენდენტი წარადგენს შპს ,,ენგურჰესის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.engurhesi.ge გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2021 წლის 22 ივნისის  15.00 საათამდე (საქართველოს დროით), წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადებები არ ჩაითვლება მიღებულად და შესაბამისად, არ განიხილება. წინადადება უნდა გამოიგზავნო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@engurhesi.ge. 
________________________________________

 
III. კომერციული წინადადების შეფასების პირობები

 

1.    გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს ყველა პოტენციური ხარჯის გამოკლებით შპს „ენგურჰესისთვის“ მისაღებ უმაღლეს ფასს.

 

2.    შპს „ენგურჰესი“ იტოვეს უფლებას, არ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, თუკი მისთვის მიუღებელია გამარჯვებული პრეტენდენტის მერ შემოთავაზებული ფასი. შესაბამისად, კონკურსის ნებისმიერი შედეგი ცხადდება გაუქმებულად და კონკურსის მიმდინარეობას შპს „ენგურჰესისთვის“ არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, რაც გამორიცხავს მის მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის წარდგენას.
________________________________________


 
IV. ხელშეკრულების ზოგადი პირობები

 

1. ელექტროენერგიის ექსპორტის / ექპორტის მიზნით პირდაპირი ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართალს წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო დავის განმხილველ ორგანოს - საქართველოს სასამართლო. გამარჯვებული პრეტენდენტი უპირობოდ აცხადებს უარს აღნიშნული პირობის რაიმე ფორმით ბათილობის მოთხოვნის ან/და სხვა ნებისმიერი სახით გაპროტესტების უფლების გამოყენებაზე. საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ გამომრიცხავი (ექსკლუზიური) ხასიათის განსჯადობა წინამდებარე განცხადებიდან და შემდგომ გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასთან (მათთან) დაკავშირებული (მისგან/მათგან წარმოშობილ) დავასთან.

შპს,,ენგურჰესი“ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის რეალიზაციის მიზნით აცხადებს კონკურსს