ირაკლი ღარიბაშვილი: "საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ. აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი!"

6 აპრ 2021

ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ამჟამად სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. >სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.
 

ირაკლი ღარიბაშვილი: "საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ. აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი!"