შპს „ენგურჰესის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და საბალანსო ბაზარზე მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით, შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

9 აგვ 2022

 

შპს „ენგურჰესის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და საბალანსო ბაზარზე მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით, შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ენერგეტიკული ბირჟის რეფორმა, დღით ადრე და დღიური ბაზრები, ფასწარმოქმნა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო ბაზარი- ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც კომერციული სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაციების სახით გააცნეს.

 

 

2-დღიან სამუშაო შეხვედრაზე თავიანთი პრეზენტაციები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმაც წარადგინეს. მომხსენებლებმა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, საბალანსო ბაზრის რაობასა და პროდუქტებზე, ავარიული მდგომარეობის მართვასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. 

 

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ენერგეტიკულ ბირჟაზე შპს „ენგურჰესის“ ეფექტიანი მონაწილეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მოლოდინებსა და ამოცანებზე გაამახვილეს ყურადღება. 

 

 

შეხვედრას შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შპს „ენგურჰესის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და საბალანსო ბაზარზე მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით, შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა